|
2023-05-16 13:10:25, 668 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე ფრენების აღდგენაზე - ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა და პრაქტიკულად საბოტაჟი [ვიდეო]
გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოციზია, რომელიც მიესალმა ავიამიმოსვლის აღდეგნას რუსეთთან, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსია მისაღები,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეკანოიძის თქმით, ავიაკომპანია „აზიმუტი“უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერაა დასანქცირებული და შესაძლებელია, რომ მან საკუთარი ავიახაზები არამხოლოდ მგზავრების, არამედ ტექნოლოგიებისა და სამხედრო ტვირთების გადასატანად გამოიყენოს. „ის ავიაკომპანია, რომელმაც მოითხოვა და მიიღო ნებართვა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ მათი თვითმფრინავები დაეშვან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დასანქცირებული „აზიმუტია“. ამ ავიაკომპანიის კავშირები ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მიერ ექვემდებარება შესწავლას, რაც გულისხმობს, რომ ამ ავიაკომპანიას შესაძლებელია გამოყენებული ჰქონდეს საკუთარი ავიახაზები არამხოლოდ მგავრების, არამედ ტექნოლოგიების და სამხედრო ტვირთების გადატანის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებდნენ ჩვენი პარტნიორები, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს აეროპორტები: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი - ყველა მნიშვნელოვანი აეროპორტი მომსახურებას გაუწევს საწვავის კუთხით, ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით, მაშინ შესაძლებელია და დიდი ალბათობაა, რომ სანქცირებული ავიახაზების მიღების შემთხვევაში ეს აეროპორტები დასანქცირდნენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გასაგებია საქართველოს ხელისუფლების პოციზია, რომელიც მიესალმა ავიამიმოსვლის აღდეგნას რუსეთთან, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსია მისაღები. ეს არის საქართველოს მოქალაქეების ნების უგულებელყოფა და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის პრაქტიკულად საბოტაჟი“,- განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)