01:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 12:20:43, 749 ნახვა

პოლიტიკა
27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

„მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან 1 წლის თავზე, "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ" აქცია დააანონსა. მოძრაობის წევრები 27 მაისს პრეზიდენტის სასახლესთან შეიკრიბებიან.

"ნიკა გვრამიას გათავისუფლების მოძრაობის" წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში დაგეგმილ ვიზიტზე ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე უნდა წავიდეს.

„ჩვენ დღეს ვაანონსებთ, მომავალ დიდ აქციას, კონსოლიდირებულ პროტესტს ხელისუფლების უკანონო პოლიტპატიმრების არსებობის წინააღმდეგ. ამას გავაკეთებთ 27 მაისს, 6 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან და ნამდვილად არ დავუშვებთ იმას, რომ პრეზიდენტი წავიდეს ევროპაში ბიძინა ივანიშვილის გზავნილებით, თუ ის ევროპარლამენტარებთან აპირებს გამოსვლას, ის უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და პოლიტპატიმრების გარეშე. საქართველოში აღარ უნდა იყოს პოლიტპატიმრები, ეს გასაღები აქვს პრეზიდენტს ჯიბეში და მან უნდა გამოიყენოს და ჩემთვის ძნელი სათქმელია ვინ უფრო დამნაშავეა, ეს სასამართლო, რომელმაც არ შექმნა პალატა, დაარღვია ვადები და 22 ივნისს ბოლო თარიღი აქვს რომ გამოიტანოს გადაწყვეტილება და ზუსტად ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუ პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ეს უკანონობა დაამთავროს და ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.  ჩვენ გავაპროტესტე უკანონო პატიმრობასაც და იმასაც, რომ ამ უკანონო პატიმრობას ჰყავს ხელისშემწყობები,27-ში ყველა ერთად შევიკრიბებით პრეზიდენტის სასახლესთან და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ნიკა არ იქნება თავისუფალი და საქართველო არ იქნება თავისუფალი",- განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის" დამფუძნებლი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics