01:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 23:03:02, 756 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე - მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა

ავადმყოფობას, რომელიც არ იყო იმგავრი, როგორიც მათ უნდოდათ წარმოეჩინათ, დასჭირდა გაპიარება. რეალურად, ეს იყო თვითდაზიანებისგან გამოწვეული სიგამხდრე თუ სხვადასხვა დიაგნოზები, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი ეწეოდა თვითდაზიანებას, რომ ამ ავადმყოფობის გაპიარების საფუძველი შექმნილიყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის მკურნალობისთვის. რაც შეეხება ცალკეული ევროპარლამენტარების მხარდაჭერას და მსჯავრდებული პრეზიდენტის შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუციების მიღებას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს დაგეგმილი პიარკამპანიის ნაწილი იყო.

„კლინიკაში იყო გადაყვანილი, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მისი მკურნალობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო უსასტიკესი რეჟიმის შემქმნელი, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრებთან დაკავშირებით, რა დამართა ამ ქვეყანას, ყველამ კარგად ვიცით - ამ ყველაფრის მიუხედავად, მას ჰქონდა სათანადო მოპყრობა, რაც სტრასბურგმა დაადასტურა. რეზოლუციებში რატომ ხვდებოდა იცით? ბევრი შეკვეთილი სტატია, მათ შორის ფულით - ოფიციალურით თუ არაოფიციალურით. ოფიციალური დადასტურებულია, არაოფიციალურზე ჩვენ შეგვიძლია ვარაუდი გამოვთქვათ, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია. ხდებოდა ამ რეზოლუციების და სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხარდაჭერის პიარკამპანიის ნაწილად გახდომა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ რომ გვამუნათებდნენ "სოციალისტებიდან" გასვლაზე, მაშინ, ამ პარტიის წარმომადგენლებმაც კი დაუჭირეს მხარი და ეს შემთხვევითი არ იყო. ამ ტყუილში ჩართულები იყვნენ ევროპელი პარლამენტარებიც, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა და საბოლოოდ სტრასბურგი ადასტურებს, რომ ეს იყო ტყუილი. ამ ტყუილზე მოაწერეს ხელი იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც რეზოლუციას სადაც "ფეიკ" ჩანაწერები იყო სააკაშვილთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირეს.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics