01:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 16:10:19, 737 ნახვა

პოლიტიკა
ლარს ლოკე რასმუსენი - მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა

მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

რასმუსენის განცხადებით, დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენივე ინტერესებშია. საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია. მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველას დაგვანახა, რომ მშვიდობა და თავისუფლება მყიფეა და დაცული უნდა იყოს. მან აჩვენა, რომ ჩვენ, ვისაც გვჯერა ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უფლებების, უნდა ვიყოთ უფრო განუყრელი, ვიდრე ოდესმე",-განაცხადა რასმუსენმა.

ცნობისთვის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს გუშინ, 14 მაისს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ლოკე რასმუსენი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს.

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics