15:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 16:01:41, 760 ნახვა

ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სამუშაო ადგილების შექმნის, დასაქმებულთა ზრდისა და სიღარიბის დონის შემცირებისთვის

2021-22 წლებში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ფიქსირდება უმუშევრობის დონის შემცირება - წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. აღსანიშნია, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 17.3 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელების შესახებ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ უმუშევრობის დონე შემცირებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც.

„2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 284 000 პირი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა  ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად", - აღნიშნა ცინცაძემ.

უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ზრდასთან ერთად ფიქსირდება შრომის ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებაც. 

ვახტანგ ცინცაძის  ინფორმაციით, დასაქმების ზრდის პარალელურად, იზრდება შრომის ბაზარზე აქტიურობის დონეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე არ ეძებდნენ სამსახურს, დღეს უკვე იწყებენ სამუშაოს ძებნას და ამავე დროს, საქმდებიან.

„ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს  სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და, საბოლოო ჯამში, აისახება სიღარიბის დონის შემცირებაზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics