|
2023-05-15 14:55:13, 765 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. წლიური ანგარიში ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ორგანიზაციის გამგეობასა და რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოების ხელმძღვანელებმა. „პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთწლიანი ინტენსიური სამუშაო შეჯამდა, ანგარიში ჩავაბარეთ ორგანიზაციის საბჭოს და გამგეობის წევრებს, პარტიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ მდივანს. შევაჯამეთ ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელთა შორისაა „ფემ ტექ ფესტივალი“, „ვარდისფერი ოქტომბერი“, 16-დღიანი კამპანია ძალადობის წინააღმდეგ, სხვადასხვა შეხვედრები, ტრენინგები, სტრუქტურის ფორმირება და სხვა. რაც მთავარია, ერთი წლის მუშაობის ძირითადი ხაზი და მიზანი, რისთვისაც ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა, იყო ქალების ხმა პარტიაში, ჩვენი პარტიის წევრ ქალებთან აქტიური კომუნიკაცია და ქალ ამომრჩეველთა ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)