02:08 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 13:14:51, 656 ნახვა

პოლიტიკა
ლარს ლოკე რასმუსენი - კანდიდატის სტატუსზე დანიის პასუხი იქნება - დიახ, თქვენ მიიღებთ სტატუსს შემოდგომაზე

მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დანიას სურს, საქართველოს კრიტერიუმების შესრულებაში დაეხმაროს. 

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ ცხადად თქვეს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზანთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასე რომ, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ამბიციებისა და მისწრაფებების რეალიზება განახორციელოს.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დანია მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“,- განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.

ცნობისთვის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოს გუშინ, 14 მაისს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში, ლოკე რასმუსენი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

მინისტრს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.  

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics