|
2023-05-15 09:45:42, 748 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთი უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკასა და მსუბუქ ტანკს გადასცემს
საფრანგეთი უკრაინას უახლოეს კვირებში ათობით ჯავშანმანქანასა და მსუბუქ ტანკს, მათ შორის AMX-10RC-ს გადასცემს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინისა და საფრანგეთის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. „საფრანგეთი ომის დაწყებიდან მოყოლებული სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რათა ქვეყანამ შეძლოს თავის დაცვა. მხარდაჭერა გაგრძელდება. ახალი სამხედრო პაკეტები მზადდება. უახლოეს კვირებში საფრანგეთი მოამზადებს და აღჭურავს რამდენიმე ბატალიონს ათეულობით ჯავშანტექნიკითა და მსუბუქი ტანკით, მათ შორის AMX-10RC-ს",- ნათქვამია დეკლარაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს გუშინ, 14 მაისს გვიან საღამოს ეწვია და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში შეხვდა. ის საფრანგეთამდე გერმანიაში, უფრო ადრე კი, იტალიაში იმყოფებოდა. ზელენსკი ბერლინს 14 მაისს ეწვია და ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს, ასევე პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. იტალიასა და ვატიკანში უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონისა და რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)