|
2023-05-15 01:43:24, 1468 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ბიულეტინების 99.21 დათვლილია - ერდოღანი 49,25 %, კილიჩდაროღლუ 45,04 % მეორე ტური გარდაუვალია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 49,25 % იღებს, რაც 25 898 607 ამომრჩევლის ხმაა. - ამის შესახებ, ახალი ამბების სააგენტო კარარი და სახელმწიფო ტელეარხი TRT იუწყება. ამრიგად, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება. ორ ათწლეულში პირველად, მოქმედი პრეზიდენტი და ისლამურ-კონსერვატიული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) ლიდერი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი არ იყო ფავორიტი საარჩევნო რბოლაში. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, რესპუბლიკის სეკულარული განვითარების მხარდამჭერი ქემალ კილიჩდაროღლუ ბევრ გამოკითხვაში მას უსწრებდა. მიუხედავად ამისა, პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი რამდენიმე საათით უსწრებდა კონკურენტს, მაგრამ 50%-იან ნიშნულს დაეცა. ერთა ალიანსის პრეზიდენტობის კანდიდატმა და CHP-ის თავმჯდომარე ქემალ კილიჩდაროღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა ATA ალიანსის პრეზიდენტობის კანდიდატ სინან ოგანთან. Halk TV-ის ჟურნალისტ ბარიშ ფეჰლივანის პირდაპირი ეთერის მიხედვით, კილიჩდაროღლუმ ოგანს დაურეკა და მაღალი აქტივობა მიულოცა. ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა ფეჰლივანმა გააზიარა ინფორმაცია, რომ შეხვედრა სავარაუდოდ გაიმართება. თურქეთში, სადაც დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. მედიის ინფორმაციით, თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, მათ შორის 4,9 მილიონმა ადამიანმა პირველად მისცა ხმა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)