02:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 16:14:55, 699 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სიცრუესა და სიყალბეზე აგებულ კამპანიას სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან წერტილი დაუსვა კამპანიას, რომელიც მიხედვითაც, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას იყო.

„ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწად-ნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების და ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics