02:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 15:28:38, 702 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პუტინს ფრენები შავი ფულის, სანქცირებული ოქროს სამოძრაოდ სჭირდება - ბევრ მილიონს იშოვის ივანიშვილი

ტერორისტ პუტინს შავი ფულის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ ჭირდება ეს ფრენები, ამაში კი ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ფრენები სახელმწიფოს ღალატს უტოლდება.

"ტერორისტ პუტინს "ქეშის", სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისიდან მოსკოვამდე თითქმის ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს ან მილიონობით დოლარი გადაგაქვს ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის სახიფათოა. ამიტომ, ფაქტობრივად, ამ ფრენებით გაიოლა საქმე პუტინმა და ამ საქმეში, ცხადია, ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა, გამოტანა. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს ომის პირობებში, როცა უკრაინას თავს ესხმის, როცა აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ადამიანებზე და თურმე, ხალხზე ზრუნვის გამო ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის თურმე, რა კარგი იქნება ეს ფრენები.

ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის მისი ტერორისტული ზრახვებისთვის. ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი და საბოლოო ჯამში, „რუსული პარტია“ საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციისთვის, ფაქტობრივად, ეკონომიკურ მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. შესაბამისად, ეს არის ის ფრენები, რომელიც უტოლდება სახელმწიფოს ღალატს",- აცხადებს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics