01:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 14:11:38, 716 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა სტამბულში ხმა მისცა, მაგრამ გამარჯვებაზე არაფერი უთქვამს -ვიდეო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმა სტამბოლის უსკუდარის რაიონის დაწყებით სკოლაში მისცა.

კენჭისყრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგი იქნება „კარგი ქვეყნის მომავლისთვის“, თუმცა გამარჯვება არ უწინასწარმეტყველია.

„ღმერთის იმედი მაქვს, რომ ამ საღამოს დათვლის დასრულების შემდეგ, შედეგი კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თურქული დემოკრატიისთვის“, - თქვა მან.

მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 52,6%-ით გაიმარჯვა. გამოკითხვები ამჟამად აჩვენებს მხარდაჭერას 44-45%-ის ფარგლებში.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. თურქული მედია დილიდან, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებზე წერს.

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა მაღალი იქნება.

პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი, ოპოზიციური სახალხო ალიანსის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, მემლეკეტის პარტიის თავმჯდომარე მუჰარამ ინჯე, ატას ალიანსის წევრი სინან ოგანი.

თურქეთის არჩევნები 2023 წელს მთავარს უწოდებენ. თურქეთის მომავალი როლი ნატოსა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, ასევე ქვეყნის ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან იქნება დამოკიდებული გამარჯვებულ კანდიდატზე. გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანს მხარს ამომრჩეველთა 43,7%, კილიჩდაროღლუს 49,3% უჭერს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტურით, რომელიც შეიძლება 28 მაისს ჩატარდეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics