02:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 15:44:43, 710 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პუტინს ფრენები სანქცირებული „ქეშის“, ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების გადასატანად სჭირდება

პუტინს, ეს ფრენები სანქცირებული შავი ფულის - „ქეშის“, სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ და გადასატანად სჭირდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე "ტვირთის" შემოტანა-გატანა.

"პუტინს, ეს ფრენები სჭირდება, სანქცირებული შავი ფულის - "ქეშის", სანქცირებული ოქროსა და სამხედრო დანიშნულების ჩიპების სამოძრაოდ, გადასატანად ... მოსკოვი-თბილისი ავტომობილით რამდენიმე დღე და ხიფათია ... რომ არ იწვალონ, ასე პირდაპირ შემოიტანენ ნებისმიერ ვალუტას, ოქროს და აქ დაფუძნებული კომპანიებით, ინდივიდუალური მეწარმეებით, ფიზიკური პირებით იოლად "გაათეთრებენ" ...

ამ კორუფციულ მაფიაში, გათვალისწინებული იქნება რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და სუს-ის უფროსი ლილუაშვილი (ვინც უნდა უზრუნველყოს საზღვარზე პრობლემების, შემოწმების გარეშე "ტვირთის" შემოტანა-გატანა). ყველა, ეკონომიკურ-ფინანსურ პირობას უქმნის, რუსული პარტია, პუტინს უკრაინაში ომისთვის და საქართველოს ოკუპაციისთვის.

ამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ დროს, ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საქმიანობით უნდა დავკავდეთ და ვიბრძოლოთ დაუღლელად, შეუპოვრად. ვერ უნდა მოახერხოს რუსმა ოლიგარქმა, რომ სხვა მისთვის სასურველი თემები მოახვიოს საზოგადოებას თავს ... ურთულესი, მაგრამ დაძლევადი ამოცანა გვაქვს. მოქმედება და მხოლოდ მოქმედება",- წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics