|
2023-05-12 13:38:29, 1303 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყოფენ, რომ ზელენსკის „ევროვიზიის“ მაყურებლებისადმი მიმართვა სურდა
Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა „ევროვიზიის“ მაყურებლისადმი მიემართა, სიმართლეს არ შეესაბამება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი ავრცელებს. ნიკიფოროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ზელენსკის გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს არ მიუმართავს. „Times-ის ინფორმაცია არ არის სიმართლე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს“,- წერს ნიკიფოროვი. შეგახსენებთ, რომ მანამდე გამოცემა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ევროვიზიის“ ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ აუდიტორიისთვის ვიდეოჩართვით მიემართა, უარით უპასუხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონკურსი გამორიცხავს „ევროვიზიის“ ფარგლებში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას.
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)