2023-05-12 11:47:18, 1029 ნახვა
სამართალი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში მკვლელობა მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამის მკვლელობის ბრალდებით შვილია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 11 მაისს მოხდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,