|
2023-05-12 11:00:18, 1437 ნახვა
სხვადასხვა
ზელენსკის ევროვიზიის ფინალში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს
ევროვიზიის ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შაბათს მუსიკალური კონკურსის ფინალზე მიმართვის შესაძლებლობა არ მისცეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება „ევროვიზიის არაპოლიტიკურ ხასიათს“. ზელენსკის სურდა მიემართა 160 მილიონიანი აუდიტორიისთვის, რათა გაეგრძელებინა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. "ევროვიზიის სიმღერის კონკურსი არის საერთაშორისო გასართობი შოუ და ექვემდებარება მკაცრ წესებსა და პრინციპებს, რომლებიც დაწესდა მისი დაარსების დღიდან. კონკურსის ერთ-ერთი საფუძველია ღონისძიების არაპოლიტიკური ხასიათი. ეს პრინციპი კრძალავს კონკურსის ფარგლებში პოლიტიკური ან მსგავსი განცხადებების გაკეთების შესაძლებლობას“, - ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირისა და ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის BBC-ის განცხადებაში, რომლებიც წელს მასპინძლობენ ევროვიზიას. 2023 წელს კონკურსი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო, რადგან შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. მაგრამ ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსის მასპინძლობის უფლება დიდ ბრიტანეთს გადასცა, რომლის წარმომადგენელიც გასულ წელს მეორე ადგილზე გავიდა. შეჯიბრის ფინალი 13 მაისს ლივერპულში გაიმართება. მანამდე ვლადიმერ ზელენსკიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ურჩევნია ევროვიზია ჩატარდეს უკრაინასთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყანაში, სადაც უკრაინელებისთვის მოსვლა უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს მან პატივისცემა გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიმართ, სადაც კონკურსი ომის გამო გადაიდო. უკრაინა, როგორც წინა გამარჯვებული, ავტომატურად გადის პირდაპირ ფინალში. წელს უკრაინას წარმოადგენს TVORCHI სიმღერით Heart of Steel. უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს და ბელორუსს კვლავ შეუჩერეს ევროვიზიაზე მონაწილეობა. მარტში ოსკარის ორგანიზატორებმა ასევე უარყვეს ზელენსკის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლის შესაძლებლობა. გასული წლის სექტემბერში, ზელენსკის თხოვნა, რომ სექტემბერში ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოსულიყო, უარყოფილი იქნა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)