2023-05-11 22:44:15, 1434 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთმა უკრაინას MiG-29 ტიპის 14 გამანადგურებელი გადასცა
პოლონეთმა უკრაინას უკვე 14 MiG-29 ტიპის გამანადგურებელი გადასცა, - ამის შესახებ ევროკავშირში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ განაცხადა.
როგორც ევროკავშირში ვარშავის დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული 575 ტანკიდან 325 პოლონეთის მიერ იყო მიწოდებული, რაც სხვა მოკავშირეების მიერ გადაცემულ ტანკების რაოდენობას აღემატება.
მეორე ადგილს იკავებს ნიდერლანდები, მესამეს - გერმანია, ხოლო მეოთხეს ამერიკის შეერთებული შტატები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,