10:02 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 21:21:20, 1356 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters-მა გაავრცელა ცნობა, თუ როგორ იბრძვიან რუსები უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს

რუსები, რომელთაც სურთ უკრაინის მხარეზე ბრძოლა, ვარშავის გავლით ხვდებიან ფრონტზე. ამის შესახებ რუსეთის მოხალისეთა კორპუსის  რამდენიმე წევრმა Reuters-თან საუბარში განაცხადა. სააგენტო ორ მათგანს - დანილ იუგოსლავსკის და მაქს სმიტს ასახელებს.

თანამოსაუბრეებმა თქვეს, რომ იუთუბზე ნახეს ომში ჩართვის მოწოდება. ვიდეო სამოქალაქო საბჭომ გაავრცელა. მასში, იუგოსლავსკის და სმიტის თქმით, ვარშავის აქტივისტების ჯგუფი შედის. ისინი რუსეთის მოხალისეთა კორპუსისთვის მებრძოლებს იწვევდნენ.

პოლონეთში, Reuters-ის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინელი შუამავალია. უცხოელებისთვის საბუთების მომზადებაში ეხმარება და საზღვრის გადაკვეთამდე მიჰყავს.

იუგოსლავსკიმ და სმიტმა განაცხადეს, რომ ისინი კიევში ვარშავიდან იანვარში ჩავიდნენ. ჩააბარეს პოლიგრაფიული ტესტი, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და ამის შემდეგ - ორთვიანი საბაზისო სამხედრო მომზადება გაიარეს. რუსები ფრონტზე იყვნენ აპრილში. იუგოსლავსკი არის პარამედიკი, სმიტი არის თვითმფრინავის ოპერატორი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვამ განუცხადა Reuters-ს, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსი ასოცირდება საერთაშორისო ლეგიონთან, რომელიც შეიქმნა ომის დაწყებიდან მალევე და რომელშიც უცხოელები იბრძვიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს.

ამავდროულად, ლეგიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ რუსების მოხალისეთა კორპუსთან და სააგენტომ ვერ დაადგინა, თუ როგორ კოორდინაციას უწევს ეს კორპუსი თავის მოქმედებებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან.

Reuters-ი წერს, რომ უკრაინის თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტი ჟურნალისტების განკარგულებაში იყო. იგი შეიცავს თხოვნას პოლონეთის ხელისუფლებისადმი, დაეხმარონ შუამავალს, რომელიც აგზავნის მოხალისეებს საზღვარზე უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთის მოხალისეთა კორპუსი გასული წლის აგვისტოში შეიქმნა. მისი დამფუძნებელია დენის კაპუსტინი, რომელიც ასევე ცნობილია ფსევდონიმებით Denis Nikitin და White Rex. ანტიფაშისტური ევროპის მონიტორინგის პროექტი აცხადებს, რომ კაპუსტინი ნეონაცისტია, - განმარტავს Reuters.

ფრონტზე გამგზავრებამდე 29 წლის იუგოსლავსკი ესპანეთში ცხოვრობდა და ტექნიკურ სპეციალისტად მუშაობდა. ის ევროპაში 2017 წელს გადავიდა საცხოვრებლად, მანამდე კი რუსეთში ცხოვრობდა და რამდენიმე წელი საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. სმიტი 35 წლისაა. ბოლო წლებში იგი მშენებლად მუშაობდა დასავლეთ ევროპაში და არასოდეს უბრძოლია რუსეთის მოხალისეთა კორპუსში გაწევრიანებამდე. ორივემ როიტერს განუცხადა, რომ ისინი არ იზიარებენ კაპუსტინის შეხედულებებს და მხოლოდ კრემლის რეჟიმთან საბრძოლველად შეუერთდნენ ფორმირებას.

კაპუსტინმა Reuters-თან საუბარზე უარი თქვა. რუსეთში მოხალისეთა კორპუსის დამფუძნებელი ფედერალურ ძებნილ სიაშია. მის წინააღმდეგ საქმე ტერაქტის, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო ვაჭრობის მუხლით არის აღძრული.

2 მარტს რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა აიღო პასუხისმგებლობა ბრაიანკის ოლქის ორ სასაზღვრო სოფელზე თავდასხმაზე. ამ აქტში მონაწილეობა მიიღო ნიკიტინმაც. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარს შიდა რუსულ კონფლიქტს უწოდებენ, რადგან ფორმირება რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.
კაპუსტინის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რომ რუსეთის მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან საზღვარს გადაკვეთდა და ბრიანკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდოდა. მისი თქმით, დარბევა რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული, მაშინ მისი ყველა მონაწილე განადგურდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics