03:10 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 19:28:07, 806 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ფრენები მოხდება არასანქცირებული თვიმთფრინავებით, ამაში არავითარი პრობლემა არ არის

სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება, არ განხორციელდება ფრენები, ეს მოხდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, მგონი, ამაში არავითარი პრობლემა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ პარტნიორებსა და მეგობრებს განუმარტა, რომ ფრენების აღდგენის საკითხი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებია და მოუწოდა მათ, რომ ამ საკითხს გაგებით მოეკიდნონ.

„რაც შეეხება ფრენებს, ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, დაიწყონ ფრენები. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება, არ განხორციელდება ფრენები. ეს მოხდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. მგონი, ამაში არავითარი პრობლემა არ არის. მე ჩამოგითვალეთ მაგალითები, ისრაელი, თურქეთი, ემირატები და ა.შ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა, ალიევმა იქ მითხრა, რომ კვირაში 130 რეისი სრულდება, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ.

ასე რომ, მინდა, ჩვენი მეგობრებიც ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავამშვიდო, დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი, ეს უბედურება, რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებთ. ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ გაგვეკეთებინა, ჩვენ რომ გამოვმხტარიყავით, დაგვეწყო სანქციების დაწესება და ა.შ. ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს დავაკლებდით.  რუსეთის ვაჭრობაში ჩვენი ვაჭრობის წილი არის 0.3 პროცენტი. ჩვენ რა უნდა დავაზიანოთ სანქციებით ან ეკონომიკური რაღაც შეზღუდვების დაწესებით. ამიტომ გავმიჯნეთ, ვთქვით, რომ ფინანსებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით. ამის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ომის დაწყების შემდეგ. რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ონებოს ყველამ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენმა მეგობრებმა და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ. თუ ნამდვილად ისინი არიან ჩვენი მეგობრები და თუ მართლაც სხვა განზრახვა და სხვა მიზანი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics