|
2023-05-11 12:37:57, 1599 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინას მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის დასაწყებად - ზელენსკი
უკრაინას მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად უკრაინელ სამხედროებს სჭირდებათ ადრე დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღი. - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან საბრძოლო ბრიგადებს, რომელთაგან ზოგიერთი ნატოს ქვეყნების მიერ გაწვრთნილი იყო, ბრძოლისთვის მომზადებული უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ სჭირდება "რაღაცები", მათ შორის ჯავშანტექნიკა, რომლებიც "პარტიულად ჩამოდიან". "იმით, რაც უკვე გვაქვს, შეგვიძლია წინსვლა და ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ. მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჩვენ კიდევ ცოტა დრო გვჭირდება", -თქვა ზელენსკიმ. ამავდროულად, პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინულ სამხედროებს შეეძლოთ წინსვლა და გააფრთხილა „გაყინული კონფლიქტის“ რისკების შესახებ, რომელზეც რუსეთი „იმედოვნებს“. ზელენსკიმ უარყო აშშ-ს მხარდაჭერის დაკარგვის შიში, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას, ხელახლა არ აირჩევა 2024 წელს. ზელენსკის თქმით, უკრაინა კვლავ სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ს კონგრესში. "ვინ იცის, სად ვიქნებით, როცა აშშ-ის არჩევნები ჩატარდება. მე მჯერა, რომ მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, უკრაინის არმიის კონტრშეტევის გეგმა, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჰპირდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას, ჯერ არ დამტკიცდა. მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები გულდასმით ემზადებიან მოახლოებული კონტრშეტევისთვის და დაიწყებენ მას, როცა დრო იქნება წარმატების დემონსტრირებისთვის.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)