09:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 10:54:46, 982 ნახვა

რეგიონი
კასპის მერია - იცნობდეთ ტატო ბეჟიტაშვილს - წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდას

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ტატო ბეჟიტაშვილს, წარმატებულ სტუდენტსა და ახალგაზრდას აცნობს.

მათი ცნობით, ტატო ბეჟიტაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სტიპენდია, რომელიც პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელს ატარებს - უკვე მეექვსედ მიიღო.

„ჩემთვის ამ სტიპენდიას ორმაგი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში დიდი პატივია, ვიყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის და ღირსეული კასპელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მეორე მხრივ, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამგვარი სტიპენდიები ნაკლებადაა პოპულარული და ამ მხრივ კასპის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში. ეს არის დიდი მოტივაცია, რომელიც მიბიძგებს, ვისწავლო უმაღლეს დონეზე  და ბოლოს ვიტყოდი, რომ ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის ნათელი მომავლის საწინდარია!”,- ამბობს ტატო ბეჟიტაშვილი.

მერიის ცნობით, ტატო ბეჟიტაშვილმა გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

„100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან პროგრამაზე, რომელიც ასევე წარმატებით დაასრულა.

ამჟამად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების  ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის ინგლისურენოვანი პროგრამის მეორე კურსის კვლავ წარმატებული მაგისტრანტია.

2022 წლიდან დღემდე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალებში რეგულარულად აქვეყნებს ანალიტიკურ ნაშრომებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.  აქტიურად მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში“,- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics