|
2023-05-11 10:27:24, 943 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - თუ იტყვით, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, ომის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა გაცილებით რთული იქნება
თუ იტყვით, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი შეწყდეს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატია, ამბობს, რომ ეს არის საკითხი, რომელიც "მოგვიანებით უნდა განიხილონ". "ის თუ ომის დამნაშავე იქნება, ხალხი ხელში ჩაიგდებს და სიკვდილით დასჯის. ამ შემთხვევაში, ის უფრო ძლიერად იბრძოლებს, ვიდრე სხვა ვითარებაში“,- აცხადებს ტრამპი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი "ჭკვიანი კაცია", მაგრამ შეცდომა დაუშვა. "მისი შეცდომა ის იყო, რომ შეიჭრა [უკრაინაში]. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ის არასდროს შეიჭრებოდა,- თქვა ტრამპმა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა CNN-ს უთხრა, რუსეთ-უკრაინაის ომში არ ფიქრობს მოგებულსა და წაგებულზე, არამედ სურს, რომ "ყველას სიკვდილი შეწყდეს". "არ ვფიქრობ მოგებასა და წაგებაზე. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებაზე. მინდა, რომ ყველას სიკვდილი შეწყდეს. მე ამას გავაკეთებ 24 საათში",- აღნიშნა აშშ-ის ექსპრეზიდენტმა.
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)