|
2023-05-10 18:42:58, 1053 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი - რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება მესამე ქვეყნის გამოყენებით აღარ მოუწევთ
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე და ეკონომიკის ყველა დარგში, ჩვენ, როგორც სახელმწიფო მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკამ მდგრადად განაგრძოს განვითარება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხის კომენტირებისას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ის ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო სექტორი აქტიურად ახდენს ბიზნესოპერირებას და სამეწარმეო საქმიანობას. აქედან გამომდინარე, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, პირდაპირი ავიარეისები მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირისთვის და შესაბამისად, მათი ოჯახების წევრებისთვის. „ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობაზე ზრუნვა - საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ძალიან რთულად, მესამე ქვეყნების გავლის გზით უწევდათ სამშობლოში დაბრუნება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა მათ სამოგზაურო ხარჯებზე. საკმაოდ რთული გზაა ასევე სახმელეთო საზღვრის გამოყენებაც. ამდენად, მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეს ნაწილი, ამ გადაწყვეტილებით სამშობლოში მეტი ინტენსივობით, უფრო კომფორტულად და მისაღები ფასებით შეძლებს დაბრუნებას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)