|
2023-05-09 17:40:24, 1248 ნახვა
რეგიონი
კასპში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. კასპის მერიის ცნობით, ისინი 1941-1945 წლების აღმნიშვნელ მემორიალთან შეიკრიბნენ და გვირგვინით შეამკეს. "ღონისძიების შემდეგ სოფელ ახალქალაქში ომის ვეტერანს, 99 წლის შალვა გოჩიტაშვილს ესტუმრნენ და გამარჯვების დღე მიულოცეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ომის ვეტერანს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჩუქრად 1000 ლარი გადასცა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)