|
2023-05-09 10:02:21, 860 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა [ვიდეო]
ღაზას სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პალესტინის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დაღუპულთა შორის მოძრაობა „ისლამური ჯიჰადის“ 3 მეთაური და სულ მცირე, 9 მოქალაქე, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამიზნე ღაზაში რიგით მეორე, ყველაზე ძლიერი შეიარაღებული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ 3 მეთაური იყო. „ნებისმიერი ტერორისტი, ვინც ისრაელის მოქალაქეებს ზიანს მიაყენებს, ინანებს“,- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა. Reuters-ის ცნობითვე, ღაზას სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციაში 40 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებულმა ფრთამ 3 მეთაურის დაღუპვა დაადასტურა და აღნიშნა, რომ პოზიციებს არ დატოვებენ და წინააღმდეგობას გააგრძელებენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)