2023-05-08 23:54:25, 895 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა [ვიდეო]
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესმდივანი, ნატალია ეისმონტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის ლიდერი 9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვში ასევე ჩაფრინდნენ, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, ამასთან ერთად 9 მაისს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,