16:01 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 22:45:24, 906 ნახვა

პოლიტიკა
კეტი პირი - „ქართული ოცნების“ რიტორიკა არა მხოლოდ კონსტერვატიული, არამედ ხშირად ანტიდემოკრატიულია

ქართული ოცნების რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირიმ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს ისეთ ქვეყნებს შორის, რომლის მომავალიც ევროკავშირშია, მაგრამ "ქართული ოცნების" ადგილი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებში არ არის.

"ძალიან მწყდება გული და შეშფოთებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველო უნდა იყოს ისეთ ქვეყნებს შორის, რომლის მომავალიც ევროკავშირშია. ქართული ოცნების რიტორიკა არა მხოლოდ კონსერვატიულია, ძალიან ხშირად ანტიდემოკრატიულია. ეს არ არის ერთი ადამიანის განცხადება. ჩვენ პარტიის რამდენიმე წევრისგან ვიხილეთ მიუღებელი განცხადებები და არც ცდილობენ დამალონ, რომ ასეთ პოზიციებს იჭერენ. თქვენ შეიძლება იყოთ კონსერვატიული, ანტიდემოკრატიული პარტია, თუ ასეთი პარტიის არჩევა სურს საქართველოს მოსახლეობას, მათი საქმეა, მაგრამ პროგრესული სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებში თქვენი ადგილი არ არის", - განაცხადა კეტი პირიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics