2023-05-08 21:31:35, 1443 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა
პოლონეთმა უკრაინას 10 MiG-29 გამანადგურებელი სამხედრო დახმარების ფარგლებში გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა 10 MiG-29 გამანადგურებელი", - წერს ჟურნალისტი იაკუბ პავლოვსკი.
ამჟამად დამატებითი დეტალები არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინას MiG-29-ს გადასცემდა.
მალევე გერმანიამ პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის ნება დართო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,