|
2023-05-08 17:05:00, 1344 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს კიევს ეწვევა
9 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა, ერიკ მამერმა განაცხადა. პრესსპიკერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. "პრეზიდენტი კიევში იქნება ხვალ, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას დაუდასტურებს. ეს ვიზიტი ევროპის დღეს ჩატარდება. ჩვენ გულწრფელად მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ 9 მაისს უკრაინაში ევროპის დღეს აღნიშნავენ",- თქვა ერიკ მამერმა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)