|
2023-05-08 14:53:04, 2489 ნახვა
ომი უკრაინაში
კისინჯერი - უკრაინასა და რუსეთს შორის რეალური მოლაპარაკებები წლის ბოლომდე გაიმართება
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „რეალური მოლაპარაკებების“ გამართვა წლის ბოლომდეა შესაძლებელი. როგორც კისინჯერმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება, შესაძლოა, ჩინეთის წყალობით გახდეს შესაძლებელი. "ახლა, როცა ჩინეთი ჩაერთო მოლაპარაკებებში, ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე მოლაპარაკებებს მიაღწევენ. ჩვენ ვისაუბრებთ მოლაპარაკების პროცესებსა და რეალურ მოლაპარაკებებზეც კი",- ამბობს კისინჯერი. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული „ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)