06:33 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 12:25:11, 793 ნახვა

პოლიტიკა
CRRC - 43% ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ საკმარისს არ აკეთებს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 43% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

უფრო კონკრეტულად კი:

  • 43% ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საკმარისს არ აკეთებს ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად, რადგან ეს მათი ძალაუფლების შემცირებას ნიშნავს;
  • 25% ამბობს, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები (იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის
  • სტატუსი მიიღოს);
  • 11% ამბობს, რომ არცერთს არ ეთანხმება;
  • 20% - არ ვიცი/უარი პასუხზე;

ცნობისთვის, გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. 

CRRC-საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%). გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშუალო ცდომილებით +-2.6%





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics