13:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 12:06:24, 867 ნახვა

სამართალი
გრიგორიადისის ადვოკატი - საქმის განხილვა გადაიდო, რადგან სააპელაციოშია გადაგზავნილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, პროცესის გადადების მიზეზი საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნაა.

"გადაიდება და აღარ ჩატარდება იმიტომ, რომ, როგორც გავარკვიეთ, საქმე არის გადაგზავნილი სააპელაციო სასამართლოში. აქედან გამომიდნარე, სანამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას დაუშვებელ მტიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენმა კოლეგამ გაასაჩივრა, ლოგიკურია მანამდე, საქმე ფიზიკურად არ არის საქალაქო სასამართლოში და ამიტომ ვერ დაინიშნება პროცესი.

ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას. ჰაბიტოპიური დასკვნის თანახმად, დაუშვებლად ცნეს ეს დანიშვნა თვითონ, არსებითი განხილვები გაქვთ დანიშნულიო. შესაბამისად, ჩემმა კოლეგამ გაასაჩივრა და ელოდება გადაწყვეტილებას",- განაცხადა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე იყო დაგეგმილი.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან, 1-ელ მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics