|
2023-05-06 14:55:44, 1117 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დროა, ევროკავშირმა აჩვენოს, რომ ის თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს
დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ევროპის დღეებზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. "ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა მხოლოდ სიტყვა და ემოცია არ არის, არამედ ჩვენ საქმითა და შედეგებით ვამტკიცებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ღირსეული და პასუხისმგებლიანი პარტნიორია. ,ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირთან, რათა განვამტკიცოთ არსებული მიღწევები და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე გავხადოთ ხელმისაწვდომი, მათ შორის, მეტი საგანმანათლებლო, კვლევითი და კულტურული პროგრამა, ევროკავშირის ბაზარზე წვდომა მეტი ქართული პროდუქტისთვის, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში გაწევრიანება, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაცია და ბევრი სხვა. მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეცაა. დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა",- განაცხადა პაპუაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)