13:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 12:12:17, 1196 ნახვა

სამართალი
სუს-ი - სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები გამოვავლინეთ, დაკავებულია ერთი მოქალაქე

სუს-ისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციის შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბაჩა მგელაძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები.

"სუს-ისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული უწყებების მონაწილეობით, წარმოებული ოპერაციის შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები.

 ჩვენს მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები, კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად იქნა გაზიარებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთს. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ საიმედო პარტნიო. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“,- აცხადებენ სუს-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics