|
2023-05-05 19:31:50, 1312 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი ტრადიციების განადგურება სურთ
ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთში მიმდინარე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ წინაშე ვიდეომიმართვისას. მისივე თქმით, მსოფლიო ახლა ჩართულია ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან, აქედან გამომდინარე ცივილიზებული სამყარო იბრძვის ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ თავისუფლება, ტრადიციები და ყველაფერი, რაც ძვირფასია. „დიდი პატივია მივმართო თავისუფლებისმოყვარე პატრიოტებს, რომლებიც შეიკრიბნენ უნგრეთში, რათა აღნიშნონ მარადიული ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანა საზღვრების გარეშე არ არის ქვეყანა. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის როლის, სიტყვის თავისუფლებისა და თითოეული ადამიანის სიცოცხლის ღვთისგან ბოძებული ღირსების. ეს არის იდეები, რომელიც აერთიანებს ჩვენს მოძრაობას და ეს არის იდეები, რომელიც გადაარჩენს დასავლურ ცივილიზაციას. მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენთვის ძვირფასია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)