|
2023-05-05 13:47:07, 1319 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მსოფლიოში ღირებულებების ომი მიდის - საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს უნდა ვიყოთ
ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა ჩვენი მხრივ სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ღირებულების ომში, საქართველო არა არაჯანსაღი პროპაგანდის, არამედ იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს უნდა დადგეს. "თანამედროვე სამყაროში თუკი რამე გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც გუშინ პრემერ-მინისტრმა ისაუბრა, ეს არის და ამას აღიარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცივილიზებულ სამყაროში აღიარებს ძალიან ბევრი ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი და ამ გამოწვევასთან საბრძოლველად, ბევრი ადამიანი, პოლიტიკოსი საუბრობს. არ არის ირაკლი ღარიბაშვილი არც პირველი, არც ბოლო, ვინც ამ გამოწვევებზე ილაპარაკებს. ეს არის უსერიოზულესი პრობლემა - ღირებულებების ომი მიდის მსოფლიოში, აქ ჩვენი ქართული გამოწვევაა ჩვენი მხრივ სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს, რომ ამ ბრძოლაში, ამ ღირებულების ომში, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ ხოლმე, მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვას, რაშიც აბსოლუტურად შეუვალები ვართ და ასე შემდეგ. გუშინ, საქართველოში ცოტა სხვაგვარად დალაგდა ამბავი. "ნაცმოძრაობის" კლასტერმა თავიდან ბოლომდე - მედია, პოლიტიკოსები - მიზნად დაისახა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკები არავის გაეგო. მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რა ილაპარაკა პრემიერ-მინისტმა, უბრალოდ დაუმალეს, იციან მხოლოდ შეფასებები",- განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით მიმართა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)