2023-05-05 11:23:26, 1193 ნახვა
სამართალი
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N75-ში, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის დალუქულია ოფისი, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,