|
2023-05-04 13:10:34, 747 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში, მომდევნო წლის განმავლობაში, კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყველა ადმინისტრაციის ველზე მომუშავე თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციების თანამშრომლების უზრუნველყოფას სახელფასო დანამატებით. ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა, თობიას მიუნხმაიერმა მოაწერეს. „დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს კავკასიის ბუნების ფონდთან. მოხარული ვართ, რომ წელსაც მოვაწერეთ ხელი საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) წლების განმავლობაში თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)