14:24 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 10:14:31, 673 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის როლზე რეგიონის ქვეყნების დახმარების პროცესში და აღნიშნა, რომ დღეს, გლობალური სირთულეების გათვალისწინებით, ADB-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების რეფორმების განხორციელებაში.

"ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ, როგორც აზიის განვითარების ბანკის, ისე განვითარების სხვა პარტნიორების მთავარი პრინციპები უნდა იყოს მოქნილობა და გადამწყვეტი მოქმედება სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.   

მისი თქმით, საჯარო და კერძო სექტორებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენით, საქართველომ დაამტკიცა მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი ერთგულება. 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები იძლევა მყარ საფუძველს, გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.

„საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას აზიის განვითარების ბანკთან, რომლის პორტფელიც, დაახლოებით, 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ADB-სთან ერთად სამომავლო თანამშრომლობა წარიმართება საქართველოსთვის პრიორიტეტულ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგო უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, მწვანე და განახლებადი წარმოება, ასევე, დაკავშირებადობა, ელექტროგადაცემა, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საავტომობილო გზები და ციფრული ინფრასტრუქტურა, კორპორატიული მართვის რეფორმირება, ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში და სხვა. დღეს ყველას გვჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას კრიზისიდან გამოსვლის პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 

აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია ყოველწლიური შეხვედრის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელზეც მმართველები იხილავენ და ამტკიცებენ ბანკის საქმიანობასთან, ფინანსურ და ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, რეგულაციებსა და ანგარიშებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics