2023-05-03 09:55:45, 792 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობპროდუქტების საცავი იწვის [ვიდეო]
რუსეთში, კრასნოდარის მხარის სოფელ ვოლნაში ნავთობპროდუქტების საცავი იწვის. როგორც ადგილობრივი ოფიციალური პირი ფიოდორ ბაბენკოვი აცხადებს, ცეცხლი 1 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ხანძრის ლიკვიდაციას, რომელსაც უკვე მიენიჭა უმაღლესი სირთულის რანგი, 23 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 85 მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,