2023-05-03 09:27:33, 834 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა
ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 37 რაკეტა ისროლეს.
მათივე ცნობით, გამანადგურებლებმა დაჯგუფება „ჰამასის“ კუთვნილ სამხედრო პოსტს, იარაღის საცავს, იარაღის წარმოებისა და საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,