|
2023-05-02 19:34:30, 963 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს მონაცემების თანახმად, სუდანში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა
სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან 100 000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სუდანში 334 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ორშაბათს, პირველ მაისს, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში, ვოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, შეხვედრის პოტენციურ ადგილად კი საუდის არაბეთი განიხილება. ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერმე შეთანხმდნენ, თუმცა ზავის პირობები არაერთხელ დაირღვა. 15 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებმა დედაქალაქ ხართუმიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. სუდანში იმყოფებოდა საქართველოს 35-მდე მოქალაქეც, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაც 27-28 აპრილს მოხერხდა.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)