08:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 14:03:43, 732 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - კვლევები არ არის IRI-ს ძლიერი მხარე - ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?! [ვიდეო]

IRI კარგი ორგანიზაციია, მაგრამ კვლევები არ არის მათი ძლიერი მხარე - ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს მათი რეიტინგები, სად მიდიან მერე?! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, IRI-მ კვლევებით ავტორიტეტი შეილახა.

„მინდა, IRI-ის კვლევას შევეხო. კარგი ორგანიზაცია, აფინანსებენ ტრენინგებს, მეც ვყოფილვარ, მაგრამ ეს კვლევები არ არის თქვენი ძლიერი მხარე, შეეშვით, თქვე დალოცვილებო. 30%-იანი ცდომილება როგორ უნდა დაწერო... მოსახლეობამ ვიცით, ვის როგორი რეიტინგი აქვს და მესამე ვადით სწორედ ამიტომ ვართ. ოპოზიციას რომ არ აქვს თვითდაჯერებულობა, შუალედურ არჩევნებში გამოჩნდა. ვერცერთში მიიღეს მონაწილეობა. მე სხვა რამეზე ვწუხვარ. ჩემმა ხაბემ რომ დაიჯეროს ეს მართლა და მერე, არჩევნების დროს რომ მიიღოს 30-40%-იანი სხვაობა, ფრუსტრაცია რომ დაემართოს ამ კაცს, სად მიდიხართ მერე? არ გრცხვენიათ? რატომ აკეთებთ ამას? დღეს ისეთი ტექსტი ჰქონდა ჩემს ხაბეს, 14%-იანი პარტიის ლიდერს, თქვა - მოვედი და დაეტყო პარტიასო. რატომ აკეთებთ ამას? შეცდომაში შეყვანა უნდა რადიკალურ ოპოზიციას? ისედაც ერთმანეთს კომპიუტერებს ართმევენ, ისე გაკოტრდნენ ყველანაირად - მორალურადაც და პოლიტიკურადაც. IRI-ის მივმართავ, არ არის ეს თქვენი საქმე, კონცენტრირდით, წაგიყვანთ წალენჯიხაში, უამრავი თემაა, ახალგაზრდები გადავამზადოთ, შეგიძლიათ, კარგი პროგრამები გაქვთ. არ არის ეს კვლევა თქვენი თემა, მერამდენედ უნდა შეილახოთ ავტორიტეტი. ქალბატონმა დეგნანმა იცის ეს კვლევები თუ უმალავენ? ამაზე უნდა გააკეთოს რეაგირება. ხაბე მზარდია შენი რეიტინგი, მაგრამ მთლად 14-მდე არ არის, ბიჭო, არ დაიჯერო“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ სიტყვით გამოსვლისას.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics