|
2023-05-02 12:05:36, 1277 ნახვა
რეგიონი
გაიცანით ბაკალავრიატის IV კურსის წარმატებული სტუდენტი ლალი ოსიყმიშვილი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ბაკალავრიატის IV კურსის წარმატებულ სტუდენტს, ლალი ოსიყმიშვილს აცნობს. მერიის ცნობით, ოსიყმიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა ქალაქის #1 საჯარო სკოლა. 100%-იანი სახელმწიფო გრანტით სწავლა განაგრძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ინგლისურენოვან პროგრამაზე. "მუნიციპალიტეტში ეროვნულ გამოცდებში ქართულსა და ზოგად უნარებში ყველაზე მაღალი ქულის მიღებისთვის მერიისგან გადაეცა ფულადი ჯილდო. უნივერსიტეტში პირველი კურსიდან დღემდე დანიშნული აქვს ყოველთვიური სტიპენდია. 2022 წელს, ხუთ თანაკურსელთან ერთად მონაწილეობდა "საქართველოს ბანკისა" და TBCS Consulting-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, ჰარვარდის ბიზნეს ქეისების ამოხსნის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახეს, დაიკავეს მეორე ადგილი რომლის საპრიზო ფონდიც 6 000 ლარს შეადგენდა. 4 წლის განმავლობაში მეხუთედ გახდა კასპის მერიის მიერ დაწესებული პოლკოვნიკ "ტარიელ შარიფაშვილი"-ს სახელობის სტიპენდიის მფლობელი. ამჟამად სწავლობს ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე, ფინანსების ინგლისურენოვან პროგრამაზე და იმავე პროფესიით მუშაობს დიდი ოთხეულის ერთ-ერთ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში Ernst&Young, სადაც გადის სტაჟირებას და გეგმავს სამომავლო კარიერის გაგრძელებასაც",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)