17:07 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-02 10:59:58, 1703 ნახვა

სპეციალური ანონსი
2-5 მაისს საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა

2-5 მაისს, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან. ასევე, დელეგაცია შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს.

„ევროკავშირის კომიტეტის დელეგაცია თბილისში 2023 წლის 2-დან 5 მაისამდე გაემგზავრება.

პროგრამაში არის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან, გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ასევე საუბარი შეეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, გეოპოლიტიკურ საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასთან. ასევე, დელეგაცია შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს.

დელეგაციაში იქნებიან: კრისტიან პეტრი („სოციალ-დემოკრატიული პარტია“, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი („რისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი“), მიხაელ ზახერი („კავშირი 90/ მწვანეები“), თომას ჰაკერი („თავისუფალ დემოკრატთა პარტია“) და ჰარალდ ვაიელი („ალტერნატივა გერმანიისთვის“)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics