09:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 10:56:44, 1047 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები ამომრჩეველმა პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა

ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა, 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე, პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, 2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა. ამასთან, ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო - საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა, წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.

"კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი. ვირტუალური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტები, ამომრჩეველმა, 29 აპრილის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებზე, პოლიტიკური რეალობის სარკეში ჩაახედა.

2021 წლის არჩევნებზე დამარცხების შემდეგ ოპოზიციამ ბევრი მოჩვენებითი კრიზისის შექმნა სცადა - "თავისუფლება მიშას", "ბომბების ცეცხლი მირჩევნია", "საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს", "არა რუსულ კანონს", "მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი"...

ლოზუნგები იცვლებოდა, თუმცა მიზანი ერთი იყო - საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა, წყლის ამღვრევა და არადემოკრატიული გზით ძალაუფლების მოპოვება.

მართლაც, თითქოს კაგებეს სახელმძღვანელოდან ბეჯითად ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობდნენ, ჯერ ხალხი საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განეწყოთ, ბოლოს კი, ხალხი საკუთარი ხელისუფლებისგან გაემიჯნათ.

სწორედ ამ პროპაგანდას გასცა 29 აპრილს ხალხმა პასუხი, იმით, რომ კიდევ უფრო მეტნი მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, კიდევ უფრო მეტმა დაუჭირა "ქართულ ოცნებას" მხარი და კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით განუახლა დემოკრატიული მანდატი "ქართულ ოცნებას" და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

კიდევ ერთხელ, ხალხმა თქვა თავისი სათქმელი! და ეს სათქმელი მკაფიოა: პოლიტიკოსებს, რომლებმაც "ეროვნული ინტერესი" საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოაგდეს, ქართულ პოლიტიკაში გასაქანი არასდროს ექნებათ",- წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics