17:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 09:27:23, 677 ნახვა

საზოგადოება
გაბუნია - უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით, გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გადმოვიდეს ისევ და დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს, გადავიტანოთ ეს სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რადგან  დანერგვის პროცესი საკმაოდ რთულია, მწარმოებელი გარკვეულ რისკებს იზიარებს, ახლა, აქ, ასეთი დაძაბული ფონი არავისთვის ხელსაყრელი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუანიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, პროცესი დიალოგის ფორმატში გაგრძელდეს.

მისივე თქმით, მშობლები პროცესებში ჩართულები იყვნენ და ყველა ეტაპი, რასაც სამინისტრო მწარმოებელთან მოლაპარაკებისას, ხარისხისა და ბავშვთა უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის გადიოდა, მათთვის  ცნობილი იყო. 

„ჩვენ ყველა ერთად მივდიოდით აქამდე. სხვა ქვეყნების მსგავსად, გავიარეთ კონსულტაციები, რა ფორმით აჯობებს ხელშეკრულების გაფორმება, რომ ჩვენ გვქონდეს გარანტირებული ხარისხი, გარანტირებული უსაფრთხოება ბავშვებისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში ვიცოდეთ, რომ წამლის მოწოდება გაგრძელდება, ან ის რისკები რაც შეიძლება მედიკამენტს ჰქონდეს, ეს ჩვენთვისაც ცნობილი იყოს. 

ბევრი წლის მანძილზე, ბევრი მედიკამენტი და ბევრი სერვისი დაფინანსდა ამ ქვეყანაში, მსგავსი  ფონი ამ დაფინანსებას არ ქონია. ეს არ არის ის გზა, რაც ჩვენ ზოგადად მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე, მედიკამენტის ან სერვისის დაფინანსებისთვის. უსაფრთხოება პაციენტის არის პირველი, არ ავნო ეს არის  ფუნდამენტური პრინციპი მედიცინაში. ამიტომ  პირველი,  რაც სამინისტრომ გააკეთა მოიკვლია მონაცემები, რა ვიცით ამ მედიკამენტზე, გარდა იმისა, რომ ეს 52 კვირიანი კვლევა ჩატარდა და გარკვეული პოტენციალი ნამდვილად აქვს. ადვოკაციისთვის ევროპის იშვიათი დაავადებების  საზოგადოებას  მივმართე მე პირადად, რომ კიდევ მეტი, დამატებითი ინფორმაცია მოეწოდებინა, თუმცა ამას ჭირდება  გარკვეული, მეტი დრო.

უმჯობესია, რაღაცნაირად შეთანხმების  პროცესი წავიდეს დიალოგის ფორმატში. ეს დაძაბულობა რულია ძალიან ბავშვებისთვის, ბავშვები  დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან ამ ყველაფრის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოლოდინების და იმედის გათვალისწინება. ის რომ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ერთიანად, კონსოლიდირებული რესურსით, გავაგრძელოთ ეს პროცესი უკვე კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics