|
2023-04-29 13:03:54, 1128 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „სუფთა რეგიონი - 2022“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კონკურსის „სუფთა რეგიონი - 2022“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო. კონკურსი, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, 2022 წლის 7 ივნისს გამოცხადდა. კონკურსის მიზანი დასუფთავების აქციებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობაა. „კონკურსი „სუფთა რეგიონი - 2022“ 2015 წლიდან ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც კონკურსანტების, ასევე ნომინაციების რაოდენობაც. კონკურსში საზოგადოების აქტიური ჩართულობა ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნას და აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.
კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, კონკურსის ფარგლებში, ყველა მუნიციპალიტეტისა და რეგიონის დასუფთავების კუთხით არსებული მთელი წლის მიღწევები ჯამდება. „წელს ახალი რეგიონი და მუნიციპალიტეტი გვყავს გამარჯვებული. კონკურენცია ძალიან დიდია - ყველა ცდილობს პირველობას. წლევანდელი ნომინაციები ნამდვილად გამორჩეულია და, ვფიქრობ, მომავალ წელს კიდევ უფრო საინტერესო შედეგები გვექნება“ , - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ. დაჯილდოების ღონისძიებაში შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილლესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ. „საქართველოს შესანიშნავი გარემოს სისუფთავის შენარჩუნება და მწვანე მიმართულებებზე გადასვლის პროცესში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამ კონკურსის საშუალებით კი, რეგიონებს შორის არსებობს ჯანსაღი კონკურენცია სუფთა გარემოს შექმნის პროცესში“, - განაცხადა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილლესიმ. პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“. პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ და „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
მოსკოვში წითელ მოედანზე დრონსაწინააღმდეგო ბადეებს ამაგრებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)