10:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 19:44:02, 1042 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველომ 12 რეკომენდაცია პირნათლად შეასრულოს

დარწმუნებული ვარ, კატრინ კოლონას საქართველოში ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ჩვენს ურთიერთობებში ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს, როგორც დარჩიაშვილი განმარტავს, ხელისუფლების ყოველდღიური ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ პირნათლად და დროულად შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია.

„მე ვუთხარი მას, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რათა საქართველომ დროულად და პირნათლად შეასრულოს ეს დავალება. ქალბატონ მინისტრს ასევე გავუზიარე ამ ძალისხმევის მიღმა რა კონკრეტული აქტივობები ჩაატარა ჩვენმა ხელისუფლებამ. ვუთხარი, რომ გასულ წელს ძალიან ძლიერი საპარლამენტო წელი იყო კანონშემოქმედებითი მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა 80-ზე მეტი ახალი კანონი მიიღო, რათა ეს რეკომენდაციები შეგვესრულებინა. ჩვენ ვუყურებთ რა შედეგებს უკვე ჩატარებული რეფორმების რეკომენდაციების შესაბამისად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა დარჩენილია კიდევ ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისია იქნება, თუ ეუთო/ოდირი, ჩვენ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას და იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ რეკომენდაციები, ძალიან მალე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics