10:22 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 17:14:09, 1177 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ანექსია განახორციელა

სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ "მთელი პროპაგანდა ჩაუვარდა, რაც აგორებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო".

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია, ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენი საქართველოს, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმა. დიახ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სახელმწიფომ, გმირმა ბიჭებმა გიმარჯვეს და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად. ამიტომ, მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვებამდე ქართველი ხალხი დადგეს ერთად და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრემლიდან მართული ხელისუფლება გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ [II სარჩელი] - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთი გაამტყუნა და საქართველოსთვის 129 827 500 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics